პოსტკარანტინული კონცერტი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში

23 ივლისს, 20:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართება, რომელიც ბეთჰოვენის 250 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს იქნება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კლასიკურ მუსიკას მონატრებული მსმენელებისათვის კარანტინის შემდგომი, სიმფონიური მუსიკის პირველი კონცერტი.

პროგრამა:
ლ. ვ. ბეთჰოვენის უვერტიურა ბალეტისათვის – „პრომეთეს ქმნილებანი”, თხზ. 43.
საფორტეპიანო კონცერტი No.4, სოლ მაჟორი, თხზ.58.

სოლისტი – ბარბარე თათარაძე. დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი.

არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, აუცილებელია პირბადის ქონა და სოციალური დისტანციის დაცვა. დამსწრეთა რაოდენობა –  მაქსიმუმ 200 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები