მიხეილ ყაველაშვილი: თუ ჯანსაღად მოღვაწეობ, გინდა, შენი მეტოქე ძლიერი იყოს, რომ კონკურენცია გაგიწიოს, მაგრამ მათ სალაპარაკო არ აქვთ

„სპორტში ასეა, თუ ჯანსაღად მოღვაწეობ, გინდა, რომ შენი მეტოქე ძლიერი იყოს, რომ შენც კარგ ფორმაში იყო და კონკურენცია გაგიწიოს. კონკურენტებთან მიმართებაში ვისურვებდი, რომ დებატის სახით მაინც საგნობრივი და შინარსობრივი დისკუსიები და მსჯელობები გამართულიყო, მაგრამ მათ სალაპარაკო არ აქვთ”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვაია, რომ სზოგადოებამ, ამომრჩეველმა მიიღოს ობიექტური და სწწორი ინფორმაცია და ოპოზიციას არ მიეცეს საშუალება დეზინფორმაციით და სიცრუით ამომრჩეველი შეიყვანოს შეცდომაში.

„მიუხედავად იმ მცდელობისა, რა მიზნების განხორციელების სურვილიც გვაქვს, ამ ეტაპისთვის ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ის, რასაც ჩვენი ოპონენტები სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას აბსოლუტურად ზღვარსგადასულია. ჩემი აზრით აუცილებელია, რომ ამ ყველაფერს მოვერიოთ და ვეცადოთ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. პანდემიის დასაწყის ეტაპზე, ჩვენი ოპონენტები გაჩერდნენ და საზოგადოებამ დაინახა ყველას ნამდვილი სახე. აღმოჩნდა, რომ მთავრობა მუშაობს. მერწმუნეთ, რომ ერთ და ორ დღეში ვერაფერს უზრუნველყოფ, თუ წლების მანძილზე მიზანმიმართული ქმედება არ არის. იქ გამოჩნდა მთავრობის სახეც და მმართველი გუნდის ძალაც და ისიც, თუ ვინ აშავებს ამ ქვეყანაში”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები