ლუცკში გატაცებული ავტობუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმის – ახლოს მდებარე სახლებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
ლუცკში მამაკაცი, რომელსაც ავტობუსში მძევლები ჰყავს, ფანჯრიდან პერიოდულად ისვრის.
სამართალდამცველებმა ავტობუსის ადგილთან ახლოს მდებარე სახლებიდან ხალხის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან არსებობს იმის საფრთხე, რომ კაცმა ფანჯრების მისამართით დაიწყოს სროლა.
მანამდე კი გახდა ცნობილი, რომ ბოროტმოქმედმა პოლიციამ ავტობუსში მყოფი მძევლებისთვის წყლის გადაცემაზე უარი უთხრა.
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, იყო შეთავაზება წყლის გადაცემაზე, რადგან ავტობუსი უკვე რამდენიმე საათია, დგას ამ სიცხეში, მაგრამ ის ამის უფლებას, ჯერჯერობით, ამ იძლევა.
მისივე თქმით, მამაკაცს გარკვეული მოთხოვნები აქვს, რომელთა ტრანსლირება მას მედიით უნდა.