ნათია თურნავა: სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პროტოკოლს ვამზადებთ

“სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პროტოკოლს ვამზადებთ და აქაც ძალიან მალე იქნება ლიბერალური მიდგომები გამოყენებული”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„ჩვენ სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ვამზადებთ პროტოკოლს და აქაც ძალიან მალე იქნება ლიბერალური მიდგომები გამოყენებული. მეორე მხრივ, გამომდინარე იქედან, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, მსოფლიო ახალ, სამწუხარო ნიშნულებს აღწევს ინფიცირებულების დღიური მაჩვენებლის მიხედვით. თუ ჩვენ გვინდა, რომ დადებითი დინამიკით ვიაროთ, მეტი და მეტი საქმიანობა გავხსნათ, არ მოგვიხდეს უკან დახევა, რა თქმა უნდა, სიფრთხილე, დიდი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები