რატი იონათამიშვილი: ჩვენი მაჟორიტარების უმეტესობა პირველსავე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას – არ მიკვირს, რომ ოპოზიციას ასეთი შეშინებული კომენტარები აქვს

“ჩვენი მაჟორიტარების უმეტესობა პირველსავე ტურში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფა იყო, რაც იმას ნიშნავს,  ისინი შეგუებული არიან, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდებიან.

„ფაქტია, რომ ჩვენი მაჟორიტარების უმეტესობა პირველსავე ტურში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას.
არ მიკვირს, რომ ოპოზიციას ასეთი შეშინებული კომენტარები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არჩევანი ღირსებისა და მომავლის მხარესაა. ეს დადასტურდება საპარლამენტო არჩევნებზეც“, – აცხადებს დეპუტატი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები