უკრაინაში მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა, სულ მცირე, 20 მგზავრი მძევლად არის აყვანილი
უკრაინის ქალაქ ლუცკში მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა. მას მძევლად, სულ მცირე, 20 მგზავრი ჰყავს აყვანილი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ მამაკაცი შეიარაღებულია და მას თან ასაფეთქებელი მოწყობილობაც აქვს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ დაწყებულია ოპერაცია “მძევალი”, ქალაქის ტერიტორია შემოსაზღვრულია, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ამჟამად, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.