21 ივლისი ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა

21 ივლისი ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა. მას 84 წელი შეუსრულდა.
ქართული საესტრადო მომღერალი, საქართველოსა და სსრკ-ს სახალხო არტისტი ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა.
1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „Потушила я свечу“ შეასრულა.

1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტია. 1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით.

ნანი ბრეგვაძე ასრულებს როგორც ქართულ, ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები