„მაია წყნეთელი” ახალ სიცოცხლეს იწყებს (ვიდეო)

1959 წელს გადაღებული ფილმის „მაია წყნეთელის“ აღდგენა-რესტავრაცია უკვე დასრულებულია ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ციფრულ 2 კ.(K) ფორმატში. ხმის გაწმენდა-დამუშავება, გამოსახულების დამუშავება და ფერის კორექცია განხორციელდა “ქართული ფილმის” ბაზაზე.

“მაია წყნეთელი” რეზო ჩხეიძის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია ქართველი კინოვარსკვლავების მონაწილეობით.

ფილმის აღდგენა-რესტავრაცია მიეძღვნა მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისთავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები