გუდამაყრის ეთნოგრაფიული მუზეუმი – „ეს ჯადოსნური სიტყვები ჩემს მთავარ ფიქრად და ოცნებად იქცა“

გუდამაყრის ეთნოგრაფიული მუზეუმის შექმნის წინადადებით გამოდის მერის წარმომადგენელი გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მალხაზ წიკლაური. ამის შესახებ იგი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„გუდამაყრის ეთნოგრაფიული მუზეუმი“ – ეს ჯადოსნური სიტყვები ჩემს მთავარ ფიქრად და ოცნებად იქცა.
ჩემო მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, დავიწყოთ ეთნოგრაფიული ექსპონატების შეგროვება ჯერ  აქ ამ გვერდზე. ვისაც მოგეპოვებათ უძველესი სამუშაო თუ საოჯახო ნივთები, მოვამზადოთ სამუზეუმოდ, რომელიც უძვირფასესი საჩუქარი იქნება მომავალი თაობებისთვის.
მწამს და მჯერა, რომ გუდამაყარი მდიდარია ულამაზესი ეთნოკულტურით. ისიც ვიცი, რომ თითოეულ ნივთს უნდა ჰქონდეს თავისი ნიშა, ვინ მოიპოვა, ვინ აჩუქა და ვინ უსახსოვრა მუზეუმს ეს თუ ის ექსპონატი.
P.S. და თუ ვინმეს ოჯახშია საკმარისად თავმოყრილი უძველესი ნივთები,  შეუძლია თვითონ მოაწყოს საოჯახო მუზეუმი, რათა არ ჩაყლაპოს ცივილიზაციის ეპოქამ, გუდამაყრის მეტად მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული კულტურა“, – წერს მალხაზ წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები