მიხეილ ჩხენკელი: ,,ქართული ოცნება” არის ის გუნდი, რომლისთვისაც მთავარია თითოეულ მოქალაქეზე, კონკრეტულ ადამიანზე, საქართველოს მომავალზე, ახალგაზრდებსა და განათლებულ თაობაზე ზრუნვა
„აქ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს მაჟორიტარ კანდიდატებად ჩვენ წარვადგინეთ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ღირსეული ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და უანგარო შრომას გააგრძელებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ ,,ქართული ოცნება” არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.
,,მინდა, აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნება” არის ის გუნდი, ის პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც მთავარია თითოეულ მოქალაქეზე, კონკრეტულ ადამიანზე, საქართველოს მომავალზე, ახალგაზრდებსა და განათლებულ თაობაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ყველა ერთად, მთელი გუნდი გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.