სამების ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში იქნება ღია.

პატრიარქი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები