ფესტივალი „არტგენი – 2020“ 23 ივლისიდან დაიწყება

23 ივლისიდან ფესტივალი „Art-გენი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი მოიცავს 23-26 ივლისს, თბილისის ტურს და 2 აგვისტოს რეგიონალურ ტურნეს – გომის მთაზე.

23 ივლისი
22:00 – ჯგუფი „ფრანი” და REGGAEON
20:00 – ფოლკლორი: სამეგრელო, აფხაზეთი, შიდა ქართლი

24 ივლისი
22:00 – „სუხიშვილები”
20:00 –  ფოლკლორი: იმერეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, სვანეთი

25 ივლისი
22:00 –  ნინო ქათამაძე & ბენდი
ფოლკლორი: ქვემო ქართლი, აჭარა, რაჭა, ლეჩხუმი

26 ივლისი
22:00 –  „33ა“
20:00  – ფოლკლორი: კახეთი, თუშეთი, პანკისი, მცხეთა-მთიანეთი

2 აგვისტო –  რეგიონული ტურნე გომის მთაზე,  ჯგუფი Reggaeon-ის კონცერტი და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ქართული რეწვის გამოფენები.

ადგილები დანომრილია 2-მეტრიანი დისტანციით. ფესტივალი Covid19-თან დაკავშირებული ყველა რეგულაციის სრული დაცვით გაიმართება.

დღის განმავლობაში ფესტივალი ქართული რეწვის გამოფენებს, ღვინიას და ლუდის სივრცეებს უმასპინძლებს.

მის: ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები