ცუცქირიძე დენდროლოგიურ პარკზე – “ეს მოვლენა პოლიტიკურად რომ შევაფასოთ, „ოცნების“ ალტერნატივა ისევ „ოცნება“ თუ იქნება”

ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში დენდროლოგიური პარკის გახსნაა ეხმაურება. ის ამ პარკის ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობს. ექსპერტის შეფასებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“შეკვეთილში დენდროლოგიური პარკისადმი ინტერესი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 15 ივლისს გაიხსნა, სულ უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მისთვის დამახასიათებელი ცინიზმით შეხვდა ამ მართლაც უნიკალური პარკია გახსნა და ერთ ჩვეულებრივ მოვლენად შეაფასა, გამართლდა ყველა ის პროგნოზი, რაც ამ ტიპის პარკის გახსნამ ქვეყნის ეკონომიკისთვის უნდა მოიტანოს.
ამას ადასტურებს მნახველების რეკორდული რაოდენობა და ამის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა დღეს, სადაც ჩანს, რამხელა რიგია პარკის შესასვლელთან. ხალხი მოედინება საქართველოს ყველა რაიონიდან თუ სოფლიდან.
არ გამართლდა ზოგიერთი სკეპტიკოსის ვარაუდიც, რომ პარკის მიმართ ინტერესი რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა. მნახველთა რაოდენობა არათუ შემცირდა, პირიქით, უკვე გუშინ და დღეს სარეკორდედ არის გაზრდილი. 100 000-ზე მეტი მნახველი მარტო 4 დღეში! როგორც იტყვიან, რიცხვები ყველაფერს ამბობს.
დღეს, როდესაც ქვეყანა გადადის პოსტპანდემიური პერიოდის ეკონომიკის პრიორიტეტებზე, ტურიზმიც ახალ დატვირთვას იძენს, პირველ ყოვლისა, შიდა ტურიზმისა და საერთაშორისო ტურიზმის ეკოტურიზმის განვითარებით. ამ პარკის ისტორიული მნიშვნელობა სწორედ ამ კუთხითაც არის შესაფასებელი და ამას ჩვენ მომავალში კიდევ უფრო ცხადად ვნახავთ!
ინტერესი, რომელიც ამ პარკის გახსნამ გამოიწვია, აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგია მთლიანად თავსებადია გლობალურ გამოწვევებთან, რაც აჩენს ახალ გამოწვევებს როგორც ქვეყნის ცნობადობის გაზრდით, მომსახურების ექსპორტის ზრდის, ისე მთლიანად კონკურენტული უნარიანობისა და, ზოგადად, ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისითაც.
ეს მოვლენა პოლიტიკურად რომ შევაფასოთ, „ოცნების“ ალტერნატივა ისევ „ოცნება“ თუ იქნება! რაც ოპოზიციური ტელეკომპანიის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამაც აჩვენა. სადაც, მიუხედავად გაყალბების არცთუ მცირე ალბათობისა, „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა და ოპოზიციურ ფლანგს, „ნაცებისა“ და „ევრონაცების“ დაჯამებით“, ამ კვლევითაც, ფაქტობრივად, ორჯერ უსწრებს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები