ალექსანდრე თვალჭრელიძე: ძალიან მინდა კოალიციური მთავრობა, თუმცა „ოცნება“ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას

“ოცნება” – 39%, ენმ – 16%, “ევროპული საქართველო” – 5%, გადაუწყვეტელი – 20% – Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სწირედ ასე გადანაწილდებოდა ამომრჩეველთა ხმები, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და Edison Research-ის კვლევაში 53 %-იანი მხადრდაჭერით გიორგი გახარიასა ( 65 % ) და კახი კალაძეს ( 55 %) ასახელებენ. შემდეგ მესამე ადგილზე დავით ბაქრაძეა. ასახავს თუ არა-ლბEdison Research -ის კვლევა რეალობას – ამის გარკვევას „ კვირა“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტთან, ალექსანდრე თვალჭრელიძესთან შეეცადა.

რიცხვები, რომლებიც Edison Research- მა გამოაქვეყნა, ასახავს რეალობას?
ეს კვლევა მე პროფესიულად არ შემიფასები. ამას ერთი კვირა მაინც სჭირდება, თუმცა ვფიქრობ, კვლევა ცოტა ზედაპირულია.
კარგი, მაშინ ასე გკითხავთ, შეძლებს “ოცნება” მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას?
კი, შეძლებს. თუმცა მე ძალიან მინდა, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს აუცილებელი. მინდა, რომ პატარა პარტიებთან ერთად ამის აუცილებლობა დადგეს. თუ გახსოვთ შევარდნაძისდროინდელი პირველი პარლამენტი. ერთმანეთს ლანძღავდნენ, სახეში წყალს ასხამდნენ, მაგრამ იმ პარლამენტმა შეძლო და კარგი გადაწყვეტილებები, კანონები მიიღო, იქნება ეს კონსტიტუცია, ლარი, მიწის პრივატიზაცია თუ არაერთი სხვა რამ, ეს ყველაფერი არის ამ პარლამენტთან დაკავშირებული. კოალიციური მთავრობა, რომლის მოქმედებაც კონსენსუსზე უნდა იყოს დამყარებული, როგორც წესი, კარგად მუშაობს. თუმცა, გავიმეორებ, რომ “ქართული ოცნება”, ალბათ, მარტოც მოახერხებს მთავრობის დაკომპლექტებას. ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მმართველი ძალა ზედიზედ მესამედ დარჩება ხელისუფლებაში.

როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება “ოცნების” სიის პირველი ნომერი?
არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს. სწორედ ამიტომ არ მომწონს პროპორციული სისტემა. მისი არსი რა არის ჩვენს შემთხვევაში, ერთი ავტორიტეტული პიროვნება, ანუ ლოკომოტივი და ამას მოჰყვება სრულიად უსახო მასა. ნორმალურ ქვეყნებში, მაგალითად, შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში არის ყველგან მაჟორიტარული სისტემაც. ანუ ხალხი მიდის და გარდა იმისა, რომ პარტიას აძლევენ ხმას, ხმას აძლევენ პიროვნებებსაც და ეს სწორია. პარტია ცდილობს, რომ კანდიდატატ პიროვნება დააყენოს.
პიროვნულ რეიტინგებზე რას იტყვით, ბაქრაძის 53 % მაშინ, როცა მის პარტიას 5-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ეს ლოგიკურია?
ბაქრაძის 53% პროცენტი რამდენად შეესაბამება რეალობას, ამის თქმა მიჭირს,თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ პიროვნებას ჰქონდეს მხარდაჭერა, მის პარტიას – არა. მოსწონთ დავით ბაქრაძე, როგორც პიროვნება, არ მოწონთ მისი პარტია.

30 მაჟორიტარიდან რამდენის გაყვანას შეძლებს “ოცნება” პარლამენტში?
ალბათ, 28 მანდატის აღებას შეძლებს. ოპოზიციამ, ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს”, ძალიან დაიზიანა თავი, როცა პარლამენტში არ მივიდა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. დამაზიანებელია რურუას “პოლიტპატიმრად” წარმოჩენაც. საქართველოში ყველამ კარგად იცის, ვინ ვინ არის და ლეგიტიმურად ჩნდება კითხვა, საიდან აქვს საკმაოდ მწირი მატერიალური შესაძლებლობების ოჯახს ტელევიზიის დასაფინანსებელი ფული. ბატონი რურუას ოჯახს ვგულისხმობ, რომელიც საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. 2012 წლიდან მოყოლებული “ნაციონალურ მოძრაობას” მყარად უჭერს მხარს მოსახლეოის 10 პროცენტი. ვფიქრობ, არაფერი შეცვლილა და ეს პარტია განწირულია, იყოს ოპოზიციაში.

„ლელოს“ პერსპექტივაზე რას იტყვით?
გავა პარლამენტში. ალბათ, დაახლოებით, იმ მაჩვენებლით, რაც Edison Research-მა დაუწერა. არასწორი ტაქტიკა აირჩიეს. დაიწყეს ხელისუფლების ლანძღვა ისევე, როგორც – სხვებმა. როცა ახალი პარტია ყალიბდება, მან ახალი ხედვა უნდა აჩვენოს. “ლელომ” დაიწყო “ნაცონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მსგავსად ხელისუფლების ლანძღვა და არა – დასაბუთებული კრიტიკა. ამით „ლელო“ შეუერთდა აბსოლუტურად უსახურ ოპოზიციურ მასას. თვითიდენტიფიცირება არ მოხდა პარტიის. კარგი ბიზნესმენები არიან, მაგრამ – გამოუცდელი პოლიტიკოსები. გამოცდილი პოლიტიკური ფიგურების მისვლა პარტიაში დაგვიანდა.

მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი თუ შეიძლება, დადგეს ეჭვის ქვეშ?

არანგონია. ეს საკითხი, დიდწილად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წყდება და ვფიქრობ, მათი მხრიდან არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაცია ექნება.

ამომრჩევლის აქტივობას თუ ელოდებით?
ძალიან დიდია ნიჰილიზმის მუხტი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აქტივობა საარჩევნო უბნებზე 60 %-ს არ გადააჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები