მამუკა მდინარაძე: ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როცა ვიტყვით, რომ 60 პროცენტზეა ჩვენი რეიტინგი მაშინ, როდესაც IPM და მსგავსი ორგანიზაციები გვიწერენ 50 პროცენტთან მიახლოებულ მონაცემს

“ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როცა ვიტყვით, რომ 60 პროცენტზეა ჩვენი რეიტინგი, მაშინ, როდესაც IPM და მსგავსი ორგანიზაციები გვიწერენ 50 პროცენტთან მიახლოებულ მონაცემს”, – ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, საუბარია იმ ორგანიზაციების კვლევებზე, რომლებიც 20, 25, ხან 30 პროცენტით ცდებოდნენ წინა წლების განმავლობაში და მათ აქვთ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი.

მისივე თქმით, ისინი თუ გამოაქვეყნებენ რაღაც ციფრებს, რომელიც ალოკაციის გარეშე იქნება, ეს კიდევ უფრო მეტად შეიყვანს საზოგადოებას შეცდომაში.

„თუ თქვენ იტყვით, რომ უმრავლესობას ვერ აგროვებს ვერცერთი პარტია, შეცდომაა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით ალოკაციის შედეგები. როდესაც ალოკაცია არ არის გაკეთებული და 20 პროცენტი გადაუწყვეტელი წერია, ეს იმას ნიშნავს, რომ 39 პროცენტი ვისაც დაუფიქსირდა ამ კვლევითაც კი, ყველაზე მარტივი ალოკაციით, ეს არის 49 პროცენტზე მეტი და ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როცა ვიტყვით, რომ 60 პროცენტზეა ჩვენი რეიტინგი, მაშინ, როდესაც IPM და მსგავსი ორგანიზაციები გვიწერენ 50 პროცენტთან მიახლოებულ მონაცემს. ალოკაციას თუ გააკეთებენ, და ასე სპეკულაციურად არ მოგვაწოდებს IPM​, რომელსაც სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში მხარს უჭერს ხოლმე „ევროპულ საქართველოს”, შემდეგ ჩაატარებს მეორე და ის დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას” და შემთხვევით ეს ყველაფერი არ იქნება. წლების განმავლობაში ასე ხდება, უკანასკნელი წლების განმავლობაში კი განსაკუთრებით, 20 პროცენტით ცდებიან ხოლმე მინიმუმ, მაგრამ ისინი თუ გამოაქვეყნებენ რაღაც ციფრებს, რომელიც ალოკაციის გარეშე იქნება, ეს კიდევ უფრო მეტად შეიყვანს საზოგადოებას შეცდომაში, იმიტომ, რომ გუშინ მაგალითად Edison Research-ის კვლევა გამოქვეყნდა, რომელზეც არ ვიცით, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. ამე ეჭვი მაქვს, რომ ისევ IPM-მა კვლევებით ჩაატარა, ან თუ არ ჩაატარა, მე არ ვიცი რეალურად და ცალ-ცალკე ამ ორი მონაცემის გამოქვეყნებას აზრი არ ჰქონდა”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-სპიკერის თქმით, კვლევების შედეგები გაცილებით უფრო მკაფიო და ცხადი გახდება, თუ ცნობილი იქნება კომპანია, რომელმაც საველე სამუშაოები ჩაატარა. „Edison Research-თან მე მექნება კითხვა, ვინ ჩაატარა საველე სამუშაო და შემდეგ უფრო მკაფიო იქნება ყველაფერი. ვიცნ შეუკვეთა, ევროპულმა საქართველომ და მისმა მედია საშუალებამ, გასაგებია და მათ კვლევაშიც კი მათ ვერ დაუწერეს 5 პროცენტზე მეტი. ჩვენ რომ ვამბობთ, გვიბრაზდებიან ხოლმე როცა ვამბობთ, რომ მათ აქვთ 3 პროცენტი რეიტინგი და 5 პროცენტზე მეტი, პრაქტიკულად მის მიერ ჩატარებულ კვლევაში ვერ დაუწერეს. სიღრმეში რომ არ ჩაჰყვეთ და 20 პროცენტი პირდაპირ გადაანაწილოთ, ყველაზე მარტივი და პრიმიტიული ალოკაციაც კი რომ გაკეთდეს, ამ შემთხვევაში მათ თქვეს, რომ „ქართულ ოცნებას” აქვს 50 პროცენტი, სულ რაღაც 5 პროცენტით აცდა გორბის კვლევას, რომელსაც თავის მხრივ, 10 პროცენტი გადაუწყვეტელი ისე ეწერა, რომ კიდევ გაიზრდებოდა მონაცემი მარტივი ალოკაცია რომ გაეკეთებინა და დაემთხვეოდა ჩვენს შიდა კვლევებს, რომელთან დაკავშირებითაც არ დაგვიმალავს თქვენთვის ინფორმაცია”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები