“სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პრიორიტეტის მინიჭებაა”

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაცია – „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“ გამართა და თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სატრანსპორტო საშუალებათა ახალი იერარქიის ჩამოყალიბება და გადაადგილების მდგრადი საშუალებებისთვის პრიორიტეტების მინიჭება მნიშვნელოვანია.

„ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, რომელიც დედაქალაქში ჩვენ მიერ ხორციელდება, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რომლებიც უცხოელი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაიცა. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და ერთერთი შემადგენელი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პრიორიტეტის მინიჭებაა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები