თენგიზ შარმანაშვილი – ხიდაშელის განცხადებაზე: ამ ქალბატონის აზრით დავიწყოთ ანტიირანული კამპანია სახელმწიფო დონეზე და არაბული ქვეყნების შემდეგ ჩვენი თავი შევთავაზოთ დარტყმისათვის? ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად?

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ყურადღებით აკვირდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს და აქვს შიში, რომ შესაძლოა საქართველოს საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან, მისი თქმით, როდესაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დამთავრდება, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში.

შარმანაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება ყველაფერზე წასვლა სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.

„რას გვთავაზობს? დავიწყოთ ამ ქალბატონის აზრით ანტიირანული კამპანია სახელმწიფო დონეზე და არაბული ქვეყნების შემდეგ ჩვენი თავი შევთავაზოთ დარტყმისათვის? ასე ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად და საკუთარი კეთილდღეობისთვის? მე არ ვიცი ვის რას შეახსენებს ამერიკა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად შეახსენებს ასეთებს თავის საქციელს.“-წერს შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები