“საფრთხე მრავალმხრივია – მთელ მსოფლიოში ინტერესები გადახლართულია და ამ ვითარებაში საქართველოში უსამშობლოთა სექტა არსებობს, რომელიც მუდმივად ხელს გკრავს” – ვოლსკი
“საფრთხე მუდმივი და მრავალმხრივია – მთელ მსოფლიოში ინტერესები ერთმანეთთან გადახლართულია და წარმოიდგინეთ, ამ ვითარებაში საქართველოში უსამშობლოთა სექტა არსებობს, რომელიც მუდმივად ხელს გკრავს, რომ ერთ ან მეორე ცეცხლში გადავარდე”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა
მან ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეაფასა.
„საფრთხე მუდმივი და მრავალმხრივია. გვაიძულებენ, რომ ამ დაპირისპირებაში ჩავერთოთ. საქართველოს ოკუპაციის აგრესიულ სტადიაში გადაყვანის საფრთხე მუდმივად არსებობს. წარმოიდგინეთ, ამ ვითარებაში მარტა კოსი ზეწოლას ახორციელებს და უნდა ვიფიქროთ, რომ ამის უკან სხვა გეგმაა, რომელიც გაცილებით უფრო ბნელ მიზნებს ემსახურება, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით გვეგონოს. საფრთხეა იმის, რომ ვიღაცის ინტერესში ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი იყოს. ამ შემთხვევაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შეტევა ამ მილსადენზე იყო, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა. თუ საჭირო იქნება, აზერბაიჯანი განცხადებას გააკეთებს. ირანსა და თურქეთს შორის საუბარია იმაზე, რომ ბუფერული ზონა შეიქმნას. თურქეთის ინტერესია, რომ დევნილების ნაკადი თურქეთში არ შევიდეს. თავისი ინტერესი აქვთ სხვა ქვეყნებსაც.
მთელ მსოფლიოში ინტერესები ერთმანეთთან გადახლართულია და წარმოიდგინეთ, ამ ვითარებაში საქართველოში უსამშობლოთა სექტა არსებობს, რომელიც მუდმივად ხელს გკრავს, რომ ერთ ან მეორე ცეცხლში გადავარდე.
რატომ მიდის კონსულტაციები ერთმანეთთან? – საქართველოში ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა. რაღაცებზე კონსულტაციები მიდის. ამ დროს მავნებლები გამოდიან, მედია რომ ჰქვიათ და ამბობენ, თურმე, კობახიძე ფაშინიანს ეხვეწება, რომ იქნებ, ამერიკელებთან ურთიერთობა დაგვილაგოო. მავნებლობის ეს ხარისხი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ნებისმიერი დრონი, რომელიც ვარდება”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.