ირანში აცხადებენ, რომ ომი მათი მიზნების მიღწევამდე არ დასრულდება

არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, ის დასრულდება მაშინ, როდესაც თეირანი თავის მიზნებს მიაღწევს, – ამის შესახებ ხათამ ალ-ანბიას სამხედრო სარდლობის ცენტრალური შტაბის მეთაურის მოადგილემ, კაიუმარს ჰეიდარიმ განაცხადა.

„ჩვენ არ გვაინტერესებს რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. რვაწლიანი ომი გადავიტანეთ და ამ ომს მაშინ დავასრულებთ, როდესაც ყველა ჩვენს მიზანს მივაღწევთ და მტერს ვაიძულებთ, მოინანიოს და სასოწარკვეთილება განიცადოს თავისი სამარცხვინო ქმედებების გამო“, – ციტირებს მის სიტყვებს ირანის სახელმწიფო მაუწყებელი.

ჰეიდარიმ ასევე დაიფიცა, რომ ირანი გააგრძელებს ბრძოლას მანამ, “სანამ ამერიკული გემების გემბანები ამერიკელი ჯარისკაცების კუბოებით არ გაივსება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები