გიორგი მამაცაშვილი – განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ დებატებზე: ეს იყო მასტერკლასი, თუ როგორ უნდა გასცე პასუხი მავნებელსა და შეგნებულ ავისმსურველს

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებს ეხმაურება.

როგორც მამაცაშვილი წერს, ეს იყო მასტერკლასი, თუ “როგორ უნდა გასცე პასუხი მავნებელსა და შეგნებულ ავისმსურვეს”.

“არადა, დებატები ერქვა…

“არადა, ეს დებატები არ ყოფილა.

ეს იყო მასტერკლასი, თუ როგორ უნდა გასცე პასუხი მავნებელსა და შეგნებულ(!) ავისმსურველს!

ბრავო, ირაკლი კობახიძე!

გივი მიქანაძეც ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იდგა, მაგრამ რაც პრემიერმა დამართა მის მოპირდაპირედ მსხდომთ, არც ვიცი, რა დავარქვა…

არადა, განათლების რეფორმა ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია დანარჩენ რეფორმებს შორის.

დიახ, სკოლიდან და უმაღლესი სასწავლებლიდან იწყება ის, რასაც ქვეყნის მშენებლობაში აგურის დადების სურვილი და შესაძლებლობა ჰქვია.

მაგრამ მხოლოდ სურვილიც არ კმარა. უნდა ხელგეწიფებოდეს.

აფსუს, სად იყვნენ გიგი თევზაძე და ლევან ბერძენიშვილი…

აფსუს, რა “ძლევაი საკვირველი” გამოვტოვეთ გია ნოდიასა და კახა ლომაიაზე…

და იმ სხვა, სააკაშვილის სადისტური რეჟიმის ე.წ. განათლების რეფორმის მესვეურებზე და “უკანასკნელ მოჰიკანებზე”, რომლებმაც, პირდაპირ ვთქვათ, დედა უტირეს ქართული განათლების სისტემას, და რომლებზეც დღეს ვრცლად აღარ შევჩერდები…

დღეს ყველა ერთად რომ “ანთილიყო” კობახიძესთან საპაექროდ, მათთვის მაინც “ბნელი და უკუნი” იქნებოდა…

და რომ არ ვთქვა, არ შემიძლია…

“იმედზე” ნანახი ორსაათიანი პაექრობის შემხედვარეს, ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული!”, – წერს გიორგი მამაცაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები