ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, აშშ-სგან დიალოგის არანაირი სიგნალი არ ყოფილა

ვაშინგტონის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ირანულ მხარეს აშშ-ის ხელისუფლებისგან მოლაპარაკებების განახლების შესახებ არანაირი წინადადება არ მიუღია ,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ განაცხადა.

„არა, ჩვენ მათგან არაფერი გვსმენია. არც ამერიკელებისთვის გაგზავნილა არანაირი შეტყობინება, რადგან ახლა თავს ვიცავთ. ჩვენ თავდაცვის რეჟიმში ვართ და ამჟამად ჩვენი ყურადღება საკუთარი თავის დაცვაზეა კონცენტრირებული. ამიტომ, არც გაგზავნილა და არც მიგვიღია არანაირი შეტყობინება ამერიკისგან ან სხვა ვინმესგან“, – განაცხადა მან ტელეარხ MS Now-სთან ინტერვიუში.

მანამდე “ნიუ-იორკ თაიმსმა” იტყობინებოდა, რომ ირანი მზად იყო, აშშ-სა და ისრაელის თავდასხმის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიტუაცია განეხილა და ამერიკულ მხარეს ინფორმაცია შუამავლების მეშვეობით გადასცა.

ირანმა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო და პუბლიკაციას სიცრუე და ფსიქოლოგიური ომის აქტი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები