ირანში კორონავირუსს 140 სანიტარი და ექიმი ემსხვერპლა
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, სიმა სადათ ლარის განცხადებით, კორონავირუსს 140 სანიტარი და ექიმი ემსხვერპლა
მისივე ინფორმაციით, ვირუსით 5 ათასი მედპერსონალი დაინფიცირდა.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სტატისტიკას – გასულ დღე-ღამეში 2 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 264 561 დაავადებულია.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 199 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 13 410 ლეტალური შემთხვევაა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 227 561-მდეა გაზრდილი.
დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა პანდემიის მეორე ტალღას გადის, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო.