ონის მუნიციპალიტეტში, GRETA-ს პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

GRETA-ს პროექტის ფარგლებში, მდგრადი მთის ტურიზმის განვითარების საგრანტო კონკურსის შესახებ პროექტის წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართეს.

ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში, GRETA-ს პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ინდივიდური მეწარმეები და პროექტით დაინტერესებული მოქალაქეები.

დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი ითვალისწინებდა პროექტ GRETA-ს პრეზენტაციასა და მდგრადი მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში, განხორციელებული კვლევების შედეგად განსაზღვრული საბაზრო პოტენციალისა და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების წარდგენა/განხილვას, ინტერაქტიულ რეჟიმში.
პროექტი “მწვანე ეკონომიკა – მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)”, რომელსაც ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა აფინანსებენ და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებასა და შემოსავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას.

პროექტის მიერ შერჩეული სამიზნე არეალია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები