საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, აქცია გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ადგილობრივებმა საძოვრების მოთხოვნით აქცია გამართეს. მოსახლეობის ნაწილის თქმით, აღიარების კომისიის მხრიდან 2016 წელს მიწის გასხვისება ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოხდა.

მათივე განცხადებით, საძოვრების გამო სოფელმა სამართლებრივი დავა დაიწყო და სასამართლომ პირველ ინსტანციაში მოსახლეობა გაამართლა, თუმცა, პირობითმა მფლობელმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„მიწები თაღლითური სქემით გაიყიდა, სასამართლო დავაც კი მოვიგეთ, მერე დაინტერესებულმა მხარემ ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მგონი, ღობავენ ტერიტორიას. თქვეს კიდეც, საქონელი რომ არ შემოვიდეს, არხს ვკეტავთო”, – აღნიშნა აქციის ერთერთმა მონაწილემ, ვახტანგ ოდიკაძემ.

ადგილობრივები საძოვრებზე ე.წ. თხრილის გაყვანასაც აპროტესტებენ.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, საძოვრების ტერიტორიაზე თხრილის გაყვანის სამუშაოები უკანონოდ დაიწყო, რაც ამ დროისთვის უკვე შეჩერებულია.

„გავიგეთ, რომ სამუშაოები გუშინ დაიწყო, დავუკავშირდით მესაკუთრესაც და ამ დროისთვის შეჩერებულია. არც გაგრძელდება სამუშაოები, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ გახდება“, – განაცხადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ალექსი გიგაშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, მოსახლეობას, აღნიშნული საძოვრების გარდა, ალტერნატიული მიწები არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები