ანრი ოხანაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გუნდის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველთვის სამაგალითოა
“ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გუნდის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველთვის სამაგალითოა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატების, პროპორციული სიის, რიგითობის წარდგენა ეტაპობრივად მოხდება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გუნდის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველთვის სამაგალითოა. რაც შეეხება კონკრეტულ სიას, რიგითობას, ნუმერაციას, არ ვიჩქაროთ, დაველოდოთ, გაიგებთ შესაბამის დროს ისე, რომ თქვენი ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული. დაანონსებული გვაქვს, რომ ეტაპობრივად მოხდება წარდგენა მაჟორიტარობის კანდიდატების, პროპორციული სიის, რიგითობისა და ა.შ. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პოზიცია. შესაბამისად, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია ამ პოზიციით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.