გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარლამენტში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს გარემოსდაცვითი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ ინიციატივის მიღება

“ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის არის ერთერთი პრიორიტეტული საკითხები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გარემოსდაცვითი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებას ეხებოდა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა პარლამენტში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება.

„ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის არის ერთერთი პრიორიტეტული საკითხები. სწორედ ამიტომ, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ეს საკითხი გავიდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები