ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 800 ათასს მიუახლოვდა
ინდოეთში ერთ დღეში კორონავირუსის 26,5 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში უკვე 793 802 ინფიცირებულია.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 475 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 21 604 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, დაავადების დამარცხება 495 512-მა პირმა შეძლო, მკურნალობას 276 685 ადამიანი აგრძელებს.
ინდოეთი მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მესამე ადგილზეა, მას აშშ და ბრაზილია უსწრებს.