ირანში ერთ დღეში კორონავირუსს 221 ადამიანი ემსხვერპლა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში კოვიდ19-ს 221 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 12 305 ლეტალური შემთხვევაა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სიმა სადათ ლარიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში 2 079 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 250 458 ინფიცირებულია.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების მაჩვენებლით მიმდინარე კვირას ეს უკვე მეორე ანტირეკორდია.
7 ივლისს 200 პაციენტის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.