სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 30 346 დაავადებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 14 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 535 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, განახლებული სტატისტიკით, კოვიდ19-ის დამარცხება 18 000-მა პირმა შეძლო, 11 641 მკურნალობას აგრძელებს.
სულ რესპუბლიკაში კორონავირუსზე 129 166 ტესტია გაკეთებული.