ხათუნა ზახაშვილი: ქართული საზოგადოება ალბათ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის, ყველაზე მზად აღმოჩნდა, დაეცვა ჰიგიენის რეკომენდაციები, რამაც მიგვიყვანა იქამდე

ქართული საზოგადოება ალბათ, ყველაზე მზად აღმოჩნდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის დაეცვა ჰიგიენის რეკომენდაციები, რამაც მიგვიყვანა იქამდე სადაც დღეს ვართ , -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინება, დღევანდელი შედეგი არ იქნებოდა.

„საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად უღრმესი პატივისცემის ღირსია და ჩვენ ეს ყველას კარგად გვაქვს შემეცნებული. არავის და არაფრის მუშაობა არ გამოდგებოდა ეფექტური, ადამიანებს ძალიან კარგად რომ არ შეემეცნებინათ და არ აეთვისებინათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც მათ მიეწოდებოდათ, ჩვენ ეს შედეგები ნამდვილად არ გვექნებოდა. სწორედ იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ალბათ, ყველაზე მზად აღმოჩნდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის დაეცვა ჰიგიენის რეკომენდაციები. ის რომ ამ ადამიანებს ნამდვილად აქვთ უნარი დააფასონ ჯანმრთელობა,სწორად შეაფასონ რეალობა და შეასრულონ სწორი რეკომენდაციები, მიგვიყვანა იქამდე სადაც დღეს ვართ“, – განაცხადა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები