პრეზიდენტმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რუსლან აბაშიძესთან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი ასევე, სამომავლო გეგმებსა და აფხაზურ კულტურასა და ენასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას შეეხო.