აზერბაიჯანში კორონავირუსის 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 21 916 ინფიცირებულია.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 9 პაციენტი ემსხვერპლა, სულ რესპუბლიკაში 274 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, დაავადების დამარცხება 13 100-მა პირმა შეძლო, 8 542 მკურნალობას აგრძელებს.