“სახელმწიფომ შეძლო, დაედო შედეგი, რომელიც ხელშესახებია თანამოქალაქეებისთვის, თვალსაჩინოა პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის – ამ შედეგის მიმართ ბრმა მხოლოდ ოპოზიციაა”
“რაც უნდა ვისაუბროთ და რაც უნდა განმარტებები გავაკეთოთ ჩვენ, ოპოზიციას საუბარი ექნება ნეგატივზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში სახელმწიფომ შეძლო, რეალური შედეგისთვის მიეღწია.
„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ ბოლო რამდენიმე თვის, პრაქტიკულად, ნახევარი წლის განმავლობაში სახელმწიფომ შეძლო რეალური შედეგი დაედო, შედეგი, რომელიც ხელშესახებია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, შედეგი, რომელიც თვალსაჩინოა ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ხოლო ამ შედეგის მიმართ ბრმა მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციაა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.