იაპონიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 56 ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიის სამხრეთით, კიუსუს კუნძულზე წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 56 ადამიანი დაიღუპა, 13 დაკარგულად მიიჩნევა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად ათასამდე საცხოვრებელი სახლი და ნაგებობა განადგურდა.
კიუსუსსა და ხონსიუს კუნძულებზე გადაუღებლად 4 ივლისიდან წვიმს.
რამდენიმე პრეფექტურაში საფრთხის წითელი დონეა გამოცხადებული. მეტეოროლოგები მეწყრულ პროცესებსაც არ გამორიცხავენ.