პასპორტების სიძლიერის გლობალურ ინდექსში ქართული პასპორტი 74 პოზიციით დაწინაურდა და მე-15 ადგილზეა 

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში პასპორტების სიძლიერის გლობალურ ინდექსში ქართული პასპორტი 74 პოზიციით დაწინაურდა. გასულ წელს ქართული პასპორტი 89-ე პოზიციას იკავებდა, წელს კი ის მე-15 ადგილზეა.

ინდექსის მიხედვით, საქართველოს პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 57 სახელმწიფოშია შესაძლებელი, 33 ქვეყანაში ვიზა გაიცემა საზღვარზე, 108 ქვეყანაში სამოგზაუროდ კი ვიზაა საჭირო.

რეიტინგში პირველ ადგილს იაპონია და ახალი ზელანდია იკავებენ. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს დღესდღეობით 116 ქვეყანაში შესვლის უფლება აქვთ.

იაპონიასა და ახალ ზელანდიას ფინეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი, ირლანდია და სამხრეთ კორეა მოჰყვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები