არის თუ არა საშიში ჩინეთში გამოვლენილი ბუბონური შავი ჭირი – ჯანმო-ს განმარტება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არ მიიჩნევენ, რომ ჩინეთში ბუბონური შავი ჭირის შემთხვევები საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ვითარებას აკვირდებიან.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

„ჩინეთისა და მონღოლეთის მთავრობებთან ყურადღებით ვადევნებთ თვალს დაავადებების გავრცელებას. ამჟამად არ მიგვაჩნია, რომ რისკი მაღალია, თუმცა ვითარებას ყურადღებით ვადევნებთ თვალს“, – განაცხადა მარგარეტ ჰარისმა.

გასული კვირის ბოლოს ჩინეთის ავტონომიური რაიონის, შიდა მონღოლეთის ქალაქ ბაიანურში ხელისუფლებამ ბუბონური შავი ჭირის შემთხვევის გამოვლენის შესახებ განაცხადა.

აღნიშნულ რეგიონში გასული წლის ნოემბერში ადამიანებში შავი ჭირის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. ბუბონური ჭირის შემთხვევა გამოვლინდა მონღოლეთშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები