ჩინეთში, გუიჩჟოუს პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი წყალსაცავში გადაიჩეხა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, მათი დიდი ნაწილი სკოლის მოსწავლეები არიან.
Global Times-ის ინფორმაციით, ავტობუსის მგზავრთა უმეტესობა მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც ქალაქში გამოცდების ჩასაბარებლად მიემგზავრებოდნენ.
აღინიშნება, რომ 15 პირი მაშველებმა გადაარჩინეს, მათი ნაწილი ამჟამად საავადმყოფოშია.
ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი მგზავრი იმყოფებოდა ავტობუსში, ამიტომ მყვინთავები ავტობუსის ვარდნის ადგილზე სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.