ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, რა თქმა უნდა, ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში დავრჩებით

“ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, რა თქმა უნდა, ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში დავრჩებით, ამის პრაქტიკა საქართველოს უკვე აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. ჩვენ ვმუშაობთ კიდევ დამატებით განათლების სამინისტროსთან ერთად იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები