პაკისტანის ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა
პაკისტანის ჯანდაცვის მინისტრი, ზაფარ მირზა კორონავირუსით დაინფიცირდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდა მაღალჩინოსანმა დაწერა.
მირზა წერს – “ექიმის რეკომენდაციით სახლში ვარ იზოლირებული და უსაფრთხოების ყველა ზომა მივიღე. მსუბუქი სიმპტომები მაქვს”.
მირზა პაკისტანი მინისტრთა კაბინეტის ერთადერთი წევრი არ არის, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა.
გასულ კვირას ვირუსზე დადებითი პასუხი ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შაჰ მეჰმუდ ქურეშიმ მიიღო. მისივე ინფორმაციით, დაავადება მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს.
6 ივლისის მდგომარეობით, პაკისტანში ვირუსით 231 818 ადამიანი ინფიცირებული, 4 762 პირი გარდაიცვალა, ხოლო 131 649 განიკურნა.