მცხეთის პოლიციაში ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს

მცხეთის პოლიციაში ტრაგედიით დასრულებული დაბადების დღის იუბილარი, ანა გაბეჩავა გამოკითხვაზე იმყოფება. გაბეჩავა გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

როგორც მისმა ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, ანა გაბეჩავას მიმართ ბულინგი ხორციელდება და საგამოძიებო უწყებაში სწორედ ამის გამო მივიდნენ.

„მის განცხადებასთან დაკავშირებით, მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ვართ გამოკითხვაზე მოსული. ხორციელდება მასზე ბულინგი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ანა გაბეჩავას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალებამდე მცხეთაში აგარაკზე სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები