გერმანიიდან ექსტრადირებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა უკვე საქართველოშია

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა საქართველოშია. თვითმფრინავი, რომელშიც გერმანიდან ექსტრადირებული დავით ჭაკუა იმყოფება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უკვე ჩამოფრინდა.

ადგილზე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები არიან მობილიზებული. ჭაკუას სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

დავით ჭაკუა საქართველოში, ბათუმის აეროპორტში სპეციალური რეისით 180 მგზავრთან ერთად ჩამოიყვანეს. ბათუმის აეროპორტში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები