ყაზახეთში ნურსულთან ნაზარბაევს ძეგლი დაუდგეს

ნურ-სულთანში ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს ძეგლი დაუდგეს, რომელშიც მონაწილეობა მოქმედმა პრეზიდენტმა, ქასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ვიდეოკავშირის მეშვეობით მიიღო.

ძეგლი თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტთან დაიდგა.

როგორც ტოკაევმა თქვა, ადგილის შერჩევა სიმბოლურია, რადგან სწორედ ნაზარბაევის განკარგულებით შეიქმნა ქვეყნის შეიარაღებული ძალები.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1990 წლის 24 აპრილიდან 2019 წლის 20 მარტამდე იკავებდა.

ამჟამად ის ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი და მმართველი პარტიის, “ნურ ოტანის” თავმჯდომარე, ასევე,  ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოს წევრია.

6 ივლისს მას 80 წელი უსრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები