ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რაც უფრო ხშირად წარმოაჩენენ რურუას და ნათელაშვილს საკუთარ ლიდერებად, ჩვენთვის უკეთესია 

„რაც უფრო ხშირად და მეტად წარმოაჩენენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რურუას და ნათელაშვილს საკუთარ ლიდერებად, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის უკეთესია, უფრო აისახება ეს ყველაფერი მათ საზიანოდ არჩევნების შედეგებზე. შეუძლიათ, რომ ასე გააგრძელონ.8 მარტის შეთანხმება აღსრულდა, თან აღსრულდა ცალმხრივად, რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე და ბუნებრივია, ამაზე მათ დაეკისრებათ ძალიან მკაცრი პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“,- განაცხადა კობახიძემ.

როგოც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას აუცილებლად დაეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 8 მარტის შეთანხმება ცალმხრივად, მათი მონაწილეობის გარეშე შესრულდა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს. პოლიტიკური პარტიები ასევე მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილება საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეული შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები