დავით მათიკაშვილი ლორა თორნტონზე: ჩვენ ამ ქალბატონის და ზოგადად, ამ ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც ის წარმოადგენს, ხშირად ვაწყდებით საქართველოს მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კრიტიკას
,,ჩვენ ამ ქალბატონის და ზოგადად, ამ ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც ის წარმოადგენს, ხშირად ვაწყდებით საქართველოს მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კრიტიკას”,- ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და საპარლამენტო წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ლორა თონრტონის მისამართით განაცხადა.
„ქალბატონი ლორა თორნტონი და ზოგადად, მაკკეინის ინსტიტუტი გამოირჩევა დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკით. არ არის გასაკვირი, რომ ობიექტური ფაქტებით გაჯერებული და მეტ-ნაკლებად რეალობის ამსახველი ანგარიში არ არის მოწონებული ლორა თორნტონის მიერ. ჩვენ ამ ქალბატონის და ზოგადად, ამ ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც ის წარმოადგენს, ხშირად ვაწყდებით საქართველოს მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კრიტიკას“ , – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლორა თორნტონი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშს უწუნებს.