რუსეთის მხრიდან უკრაინის დაბომბვის გამო, პოლონეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემა მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანა,- ამის შესახებ შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა იუწყება.
გადაწყვეტილება რეგიონში უსაფრთხოების რისკების ზრდის ფონზე იქნა მიღებული.
„მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ყველა არსებული ძალისა და რესურსის მობილიზება მოახდინა. აფრინდა მზადყოფნაში მყოფი გამანადგურებლების წყვილი, საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები კი მაღალი დონის მზადყოფნაში გადავიდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რუსებმა 21 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.