საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ჩეხეთს დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე ამჯერადაც ჩეხეთის ნაკრები იქნება, რომელთანაც გუნდი 19 აგვისტოს დახურულ შეხვედრაში დამარცხდა.

მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება. ჩვენი ნაკრები კი პირველ შეხვედრას ტურნირზე 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები