დავით მათიკაშვილი: მიშა სააკაშვილსა და მის ნარჩენებს სძულთ საკუთარი ქვეყანა და ხალხი

„თქვენს ბოროტ ზრახვებს, “ნაციონალური მოძრაობის” ბელადებო და მეხოტბეებო, ჩვენს ქვეყანაში აღსრულება არ უწერია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კიდევ ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი რამდენიმე მედიასაშუალების მხრიდან შექმნილ აჟიოტაჟს თბილისის ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღარ მოსწონს ქართველი ხალხისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ მშვიდობიანი გზით, არჩევნებზე დამარცხებულ მოძალადე კრიმინალური რეჟიმის ნარჩენებს ივანიშვილის ქველმოქმედება.

„90-იანი წლებიდან დღეის ჩათვლით, ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი პროექტი ბატონ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით განხორციელდა და დღესაც ხორციელდება. 2003-2012 წლებში “ფონდ ქართუს” დაფინანსებით შექმნილ სიკეთეებს “ნაცმოძრაობა” თავისად ასაღებდა და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო დონეზე ამით ამაყად პოზიციონირებდა.

დღეს აღარ მოსწონს ქართველი ხალხისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ მშვიდობიანი გზით, არჩევნებზე დამარცხებულ მოძალადე კრიმინალური რეჟიმის ნარჩენებს ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, უსასყიდლოდ გაღებული უდიდესი სიკეთე, რომლის მასშტაბიც, თუნდაც კოვიდპანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, უპრეცედენტოა მთელს მსოფლიოში. რატომ? ისმის კითხვა, პასუხი მარტივია! მიშა სააკაშვილსა და მის ნარჩენებს სძულთ საკუთარი ქვეყანა და ხალხი!

პასუხი გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის წამებასა და მკვლელობაშია!!! პასუხი 7 ნოემბერსა და 26 მაისს ჩვენი საზოგადოების უმოწყალოდ დარბევაშია!!! პასუხი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ოკუპანტისთვის ჩაბარებასა და მტერთან კაპიტულანტური გარიგებების გაფორმებაშია!!!

ბევრია კიდევ პასუხი, თუ რატომ არ უყვარს “ნაცკლასტერს” ბიძინა ივანიშვილი, ბევრია, თუმცა ზემოხსენებულიც სავსებით საკმარისია იმის ცალსახად დემონსტრირებისთვის, რომ ბოროტმა არ შიეძლება, კეთილი შეიყვაროს: ეკლესიების მარბიელებმა არ შეიძლება, ეკლესია მონასტრების მშენებელი შეიყვაროს!! ინტელიგენციის ჩამრეცხავებმა არ შეიძლება, ოპერისა და თეატრის აღმშენებელი და კულტურის მოღვაწეთა მუდმივი მხარდამჭერი შეიყვაროს და ა.შ და ა.შ და ა.შ

თქვენს ბოროტ ზრახვებს, “ნაციონალური მოძრაობის” ბელადებო და მეხოტბეებო, ჩვენს ქვეყანაში აღსრულება არ უწერია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კიდევ ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს: უნიკალური დენდროლოგიური პარკიდან დაწყებული წყალტუბოსა და აბასთუმნის სრულიად რეაბილიტაციითა და, ფაქტობრივად, თავიდან აშენებით გაგრძელებული, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე რომ არაფერი ვთქვათ. ან რატომ არ უნდა ვთქვათ, არ ვიცი!

უბრალოდ, გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით მას!”, – წერს დავით მათიკაშვილი ფბ-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები