რუსთავში იდეების კონკურსი იწყება

რუსთავში ტერიტორიული მართვის ორგანოების მიხედვით საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი ახალგაზრდებს შეხვდა და მათ ცენტრის მიერ ინიცირებული იდეების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისიერ რუსთაველს შეუძლია. კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და საუკეთესო იდეების ავტორებს ეძლევათ შანსი გაიარონ ტრენინგი და ისწავლონ პროექტების წერა. გამარჯვებული პროექტის ავტორი ცენტრის საქმიანობას სამი თვით შეუერთდება და პროექტი სრულად დაუფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები