კურტ ვოლკერი: გილოცავთ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს გააძლიერებს დემოკრატიას და უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას

გილოცავთ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებს! ეს გააძლიერებს დემოკრატიას და უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში და ყოფილმა წარმომადგენელმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.

“გილოცავთ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებს! ეს გააძლიერებს დემოკრატიას და უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას. კარგი კომპრომისია საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ოპოზიციის, ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერით”, -წერს ვოლკერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები