ირაკლი კობახიძე: რურუას არანაირი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან, რურუას საქმე ერთერთი მორიგი კრიმინალური საქმეა

“დღეს 8 მარტის შეთანხმება შესრულდა და გიორგი რურუას ამ შეთანხმებასთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი რურუას საქმე ერთერთი მორიგი კრიმინალური საქმეა.

„რურუას არანაირი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან, დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება. რაც შეეხება რურუას საქმეს, ეს არის ერთერთი მორიგი კრიმინალური საქმე, რასთან დაკავშირებითაც, როგორც სხვა საქმეებთან დაკავშირებით, საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს მართლმსაჯულება, სასამართლო. შესაბამისად, როგორც წყდება სხვა კრიმინალური საკითხები, ასევე გადაწყდება ეს კრიმინალური საქმეც”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები